8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

ხათუნა თოთლაძე: ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში

ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ განაცხადა

„დღეის მდგომარეობით უკვე სამი სპეციალური რეისი განხორციელდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან, ორი სპეციალური რეისი განხორციელდა ომანის სასულთნოდან, ერთი საუდის არაბეთიდან.

უკვე საქართველოს 500-ზე მეტი მოქალაქეა სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნებული. რაც შეეხება შემდგომ რეისებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მიმდინარეობს პროცედურები, რომლის შედეგადაც საზოგადოებასაც ოფიციალურად ვაცნობებთ, კონკრეტულად რომელ დღეს და რომელ საათზე განხორციელდება კიდევ ერთი დამატებითი სპეციალური რეისი.

როგორც იცით, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად იყვნენ კომუნიკაციაში საქართველოს საელჩოებთან და გაიარონ რეგისტრაცია საელჩოებში, რათა გვქონდეს სურათი და ციფრი, რამდენ მოქალაქეს სჭირდება სახელმწიფოს დახმარება. ამ წუთის მონაცემებით, ასეთი არის დაახლოებით საქართველოს 170-180 მოქალაქე, რომლებიც იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. დიდი იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ რეისთან მიმართებით“, – აღნიშნა თოთლაძემ.

banner
წინა სტატიაშილევან მაჭავარიანი: “ნაცმოძრაობა” და მათი მდიდარი “ენჯეოები” დაკავებულები არიან იმით, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს მოსახლეობას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის საგაზაფხულო შეთავაზებები