ხათუნა სამნიძეს პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სუსი-დან დაურეკეს

რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ხათუნა სამნიძის ცნობით, პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაურეკეს.

როგორც სამნიძე წერს, უწყებიდან ჰკითხეს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწერილი პოსტი მისი იყო, თუ არა.

“დამირეკეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ოფიციალურად გირეკავთო, თქვენ დაწერეთ თუ არა ესა და ეს პოსტი ფეისბუქზეო. პოსტი კოვიდ19-ის შესახებო.

რა სუსის საქმეა, რას დავწერთქო და არა, გინდა თუ არა მიპასუხეთო, ქალბატონო ხათუნაო. ოფიციალურად მომწერეთ, რა ფბ პოსტებს დასდევთთქო.

მეორედ რო დარეკა, ელენე ხოშტარიამ უპასუხა, დაახურა და რაღაც აღარ რეკავენ და ხომ კარგად ხართ?”- წერს ის სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ფალსიფიცირებულ ინფორმაციასთან ბრძოლა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებაა
შემდეგი სტატიაპარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს დახურავს