ხათუნა სამნიძე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში სამივე ”რესპუბლიკელი” მინისტრი

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, იქნება თუ არა პარტიის საარჩევნო სიაში სამივე ”რესპუბლიკელი” მინისტრი.

როგორც ამასთან დაკავშირებით სამნიძემ განაცხადა, სიის ფორმირების პროცესი პარტიაში არ დაწყებულა. სამნიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პარტიის ეროვნული კომიტეტი მიიღებს.

„დიდი ალბათობაა იმისა, რომ სიაში სამივე მინისტრი,ან რომელიმე მინისტრი იქნება. გადაწყვეტილება მათთან და პარტიის ეროვნულ კომიტეტთან შეთანხმებით იქნება მიღებული“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემმ.

„რესპუბლიკური პარტია“ მთავრობის შემადგენლობაში თინა ხიდაშელის, პაატა ზაქარეიშვილისა და გიგლა აგულაშვილის სახით არის წარმოდგენილი.

წყარო: www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტია“ კონფერენციას „დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის“ მართავს
შემდეგი სტატია„საქართველო აშშ-ის დიდი მოკავშირე და მეგობარია“-ჯეიმს ტოუნსენდი