ხათუნა სამნიძე : თბილისის მერიის ხელმძღვანელობაში უშიშროების კადრების დანიშვნა სახიფათოა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის მერის მოადგილეეების დანიშვნაზე მსჯელობენ, გიგა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე გიორგი ლილუაშვილი მისი ნათესავი არ არის.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თბილისის მერის ორი ახალი მოადგილის დანიშვნაზე მსჯელობენ. დეპუტატებმა დღესვე უნდა მიიღონ გადაწყვეწყვეტილება, თბილისის მერიის ორი სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის თაობაზე.

გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურაზე მსჯელობისას, “ფრაქცია რესპუბლიკელების” წევრმა ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერიის ხელმძღვანელობაში უშიშროებიდან კადრების დანიშვნა სახიფათოა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატ სოსო მანჯავიძის განცხადებით კი, თბილისის მერიაში თანამდებობებების ცვლილებები ქაოსის განცდას იწვევს.

აღსანიშნავია, რომ “ფრაქცია დემოკრატიული მოძრაობა” კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. ხათუნა სამნიძემ კი განაცხადა, რომ ის გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას პირადად არ დაუჭერს მხარს.

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკი: „მიმიფურთხებია სომხეთისთვის, ის ჩვენზე უარს არასოდეს იტყვის!“
შემდეგი სტატიასავჩენკო: უკრაინაში რევოლუცია ახლოვდება