ხათუნა სამნიძე: სუსის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით ამას უშლის ახლა ხელს “ენმ” რეალურად

სუსის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით ამას უშლის ახლა ხელს “ენმ” რეალურად – ასე ეხმაურება ნიკა მელიას განცხადებას ხათუნა სამნიძე. რესპუბლიკური პარტიის ლიდერის თქმით, ტოტალური მოსმენების ფონზე სუსის ხელმძღვანელის პარლამენტში დაბარებისთვის ოპოზიციის ხმები საკმარისია თუმცა ენმ ამ შესაძლებლობას საკუთარი გადაწყვეტილებით ხელს უშლის

“ეს არის მორიგო შეცდომა, პოლიტიკურად მცდარი გადაწყვეტილება და სამწუხაროდ არც პირველი.
ახლა, როდესაც ტოტალური თვალთვალის და მოსმენის ფაქტების შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა, სუსის უფროსი პარლამენტში მობრძანდეს და პასუხი გასცეს ყველაფერს, ამისთვის საკუთარი ხმები ჰყოფნის ოპოზიციას და ამას არ იყენებს, რა ჰქვია ამას?!
ასე გავუშვით ხელიდან 5 ივლისის გამოძიების შანსიც არჩევნებამდე. ეს ჯერ კიდევ დღის წესრიგშია, შანსი გვაქვს, მაგრამ როცა ასეთ შეცდომებს უშვებს განზრახ თუ უნებლიედ ოპოზიციის ნაწილი, რაში უნდა დავარწმუნოთ ამომრჩეველი?

2 ოქტომბრამდე თანმიმდევრულობა და მტკიცე ნაბიჯებია საჭირო ოპოზიციის მხრიდან და არა ისევ მჯიღი გულზე!
სუსის უფროსი პარლამენტში ოპოზიციის დაკითხვით – ამას უშლის ახლა ხელს “ენმ” რეალურად. ძალიან სამწუხაროა!” – წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძის კომენტარი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივი პაემნები იხსნება