ხათუნა სამნიძე: “რესპუბლიკური პარტიის” საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი ჯერ არ დაწყებულა

რესპუბლიკურ პარტიას

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით, პარტიაში საარჩევნო სიის ფორმირების პროცესი ჯერ არ დაწყებულა. როგორც ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს „რესპუბლიკური პარტიის” თბილისის საქალაქო ორგანიზაციის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განუცხადა, შეხვედრაზე შიდაპარტიულ პროცესებზე იმსჯელებენ.

„ვისაუბრებთ წინასაარჩევნო მზადების საკითხებზე და არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა კომპონენტზე, როგორ უნდა მოემზადოს ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებისთვის”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ. მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ სიის ფორმირება რთული და ხანგრძლივი პროცესია.

„პარტიაში სიასთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა არანაირი პროცედურები”,- აღნიშნა სამნიძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ განიხილება „რესპუბლიკური პარტიის“ გაერთიანება რომელიმე პარტიასთან, ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„ჩვენ გვაქვს გადაწყვეტილი არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. ამ ეტაპზე არავითარი მოლაპარაკება სხვა პარტიებთან არ მიმდინარეობს“, – განაცხადა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიხურჩაში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული 12 პირი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაჩიორა თაქთაქიშვილი: მნიშვნელოვანია რა დოზით ისაუბრებს პრემიერი რუსულ ოკუპაციაზე