ხათუნა სამნიძე: პრემიერის განცხადება არ იყო ობიექტური

„პრემიერის განცხადება არ იყო ობიექტური“ – ასე შეაფასა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ შეფასებას.

„ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადება არ იყო ობიექტური, რადგან პაატა ზაქარეიშვილმა პასუხი მოითხოვა ქართული ოცნების ლიდერებისგან და არა მთავრობის წევრებისგან, როგორც ეს პრემიერისგან გაჟღერდა,“ – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ქართული ოცნების დეპუტატის თამაზ მეჭიაურის განცხადებებიც შეაფასა და მას “ანტიდასავლური და სახიფათო” უწოდა. სამნიძის თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადებები მთელს ქვეყანას უქმნის საფრთხეს და მასზე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინონ.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზარდაანთკარიდან 4 ადამიანი გაიტაცეს
შემდეგი სტატია(video) სოზარ სუბარმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო