ხათუნა სამნიძე: პარტიის წევრებთან სუს-ი “მუშაობს”- “თუ პარტიას არ დატოვებენ…”

“რესპუბლიკურმა პარტიის” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ მათი პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სუს-ი მუდმივად “მუშაობს” რათა მათ პარტია დატოვონ. სამნიძის განცხადებით, ეს ტენდენცია უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.

”პარტიის რამდენიმე ადგილობრივმა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება ბრიფინგის გამართვით. არიან პარტიის წევრები, რომლებმაც ასევე გადაწყვიტეს პარტიის დატოვება. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ ეს არის სისტემურად გაკეთებული. ადამიანები, ვისთვისაც პარტიის დატოვება არჩევნების შემდეგ სასწრაფო არ იყო, დღეს უკვე ისინი – განსაკუთრებით საკრებულოებში თანამდებობაზე მყოფი პირები, იღებენ გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ, რათა ამით დაიცვან საკუთარი თავი და საკუთარი პოზიციები ადგილებზე. არიან ადამიანები, ვინც თვლის, რომ იმ ვითარებაში, როცა პარტიიდან დავით უსუფაშვილი გავიდა, პარტია მათაც უნდა დატოვონ და მათ სხვა არგუმენტი არა აქვთ. უმეტესობა ვინც პარტია დატოვა, მათი არგუმენტი არ არის იდეოლოგიური, ღირებულებითი სხვაობა ან სამომავლო გეგმები – ისინი წასვლის მიზეზს არ ასახელებენ. მაქვს საფუძველიანი ეჭვი ვიფიქრო, რომ მათთან ”მუშაობენ”, რათა შეუქმნან ისეთი განწყობა, რომ თუ პარტიას არ დატოვებენ, მათ ადგილებზე – საკრებულოებსა თუ გამეგეობებში მუშაობა გაუჭირდებათ. მე მათ გადაწყვეტილებაში ინდივიდუარულ გადაწყვეტილებას არ ვხედავ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგმა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ განაცხადა
შემდეგი სტატიაიან კელი: საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში აშშ-ის შეხედულება არ იცვლება