ხათუნა სამნიძე : პარტიის გეგმები, სტრატეგია და ტაქტიკა განხილვის პროცესშია

„რესპუბლიკურ პარტიაში“ იყო აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსიის პორცესში რამდენიმე წევრმა, რამდენიმე ლიდერმა გადაწყვიტა პარტიის დატოვება, – განაცხადა ჟურნალისტებთან პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

მისივე თქმით, პარტიის მომავალი გეგმები, სტრატეგია და ტაქტიკა განხილვის პროცესშია.

“მომავალი ხედვა არის განხილვის პროცესში. როგორც კი პარტია მიიღებს გადაწყვეტილებებს გეგმაზე, მომავალ სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, აუცილებლად გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის ჯერ განხილვის პროცესში, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია”,- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშისოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის წარმომადგენელს შეხვდა
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: კარგად მომისმინეთ, საუბარი მექნება ყველასთან