ხათუნა სამნიძე : პარლამენტში არ შევდივართ , ბლოკის წევრებს განვუცხადეთ, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას არ მივიღებდით და მათ პრობლემა არ ჰქონიათ

კიდევ ერთი სიმბოლური დადასტურება, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებები, ვთვლით, რომ ზედმეტია. ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მან განმარტა თუ რატომ არ შეუერთდა „რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური პარტიების მიერ დეპუტატის მანდატზე უარის თქმისა და საარჩევნო სიების ჩახსნის შესახებ დოკუმენტების გაფორმებას და აღნიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტია“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

„დღეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს ღონისძიება გაეკეთებინათ და კიდევ ერთხელ სიმბოლურად დაედასტურებინათ საზოგადოებისთვის, რომ მთელი ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და მზადაა უარი თქვას მანდატებზე. დღეს ამ განცხადებით იურიდიულ-სამართლებრივი პროცესი არ დაწყებულა, მათ იგივე გააკეთეს, რაც გავაკეთეთ რამდენიმე დღის წინ. მე ჩავთვალე, რომ ეს დღეს კიდევ ერთხელ საჭირო არაა. ჩვენი დღევანდელი განცხადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი პარტნიორების გვერდით ვდგავართ. ჩვენ მოვიპოვეთ მანდატი ბლოკით საარჩევნო პროცესებში ჩართვის შემდეგ. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ორი მანდატი ძირითადად არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისგან, ამის გათვალისწინებით, თუ პარლამენტში არაა ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ იქ არ არის „რესპუბლიკური პარტია“. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ თუ იქ არ შედის ბლოკი. ღონისძიებაზე არ ვართ და ეს გუშინაც განვაცხადეთ, რადგან კიდევ ერთი სიმბოლური დადასტურება, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ და ღონისძიებები ჩვენ ვთვლით, რომ ზედმეტია. ჩვენ ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობს არ ვიღებთ. ბლოკის წევრებს განვუცხადეთ, რომ არ მივიღებდით ღონისძიებაში მონაწილეობას და მათ პრობლემა არ ჰქონიათ, ჯერჯერობით რაც მოვისმინე, ხაბეიშვილს აქვს პრობლემა“, -აღნიშნა მან. ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, „რესპუბლიკური პარტია“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს და მანდატებზე უარის თქმის თაობაზე პარლამენტს მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მიმართავს.

„ბლოკმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, პარტიამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო – „რესპუბლიკელებმა“, სამწუხაროდ, აირჩიეს ელისაშვილის გზა“, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში მანდატებზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებები დასრულდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი : დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი : ელჩებთან მოლაპარაკების ოთახიდან დამარცხებული არავინ გამოვა, უბრალოდ ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან