ხათუნა სამნიძე: ხელისუფლებამ უნდა დათმოს და კომპრომისებზე წავიდეს და ასევე, კომპრომისებზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამაც

ვილაპარაკეთ ყველა იმ საკითხზე, რაც არის ჩამონათვალში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მომზადებულ დოკუმენტში, – განაცხადა „რესპუბლიკელმა“ ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ.

სამნიძის თქმით, შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა.

„16-მდე ცოტა დროა დარჩენილი, ასეთივე ცოტა დრო აქვს ყველა მხარეს. ძალიან პოზიტიურად განწყობილი ვარ იმ თვალსაზრისით, რომ შეთანხმება უნდა შედგეს, რადგან ეს არის შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. აქ არ არის მოგებული და წაგებული მხარე. სწორედ ამის მიღწევა გვინდა, რომ არ იყოს მხარეებს შორის შეჯიბრი, ვინ რას დაუმტკიცებს ერთმანეთს. ამ ქვეყანამ გაიმარჯვოს და კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯი გადადგას ჩვენი ევროატლანტიკური და ევროპული არჩევანისკენ. ეს არის სასწორზე და არა სხვა რამ. ძალიან ბევრი ამაზეც ვილაპარაკეთ. იმაზეც ვილაპარაკეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ამ პოლარიზებულ და ძალიან დაპირისპირებულ გარემოში ისეთ შეთანხმებამდე მივიდეთ, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ კრიზისს გადალახავს და გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან, არამედ სამომავლოდაც მსგავსი შემთხვევები არ გვექნება და შევძლებთ ერთად, მტკიცედ ვიაროთ ევროატლანტიკური არჩევანისკენ“, – განაცხადა სამნიძემ.

​ხათუნა სამნიძის თქმით, ხელისუფლებამ უნდა დათმოს და კომპრომისებზე წავიდეს და ასევე, კომპრომისებზე უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამაც.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი: არ მიეცნენ უადგილო რიტორიკას ან ხელოვნურ აჟიოტაჟს
შემდეგი სტატიაკრამერი ტვ პირველზე: შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად