ხათუნა სამნიძე – ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დავშორდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პერსპექტივას

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დავშორდეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის პერსპექტივას. მათი ტვირთი და პრობლემაა, როდესაც ასე არასწორად იქცევიან და აზიანებენ ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებს, – ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე, 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მისვლის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება საკუთარი ანტიდასავლური კამპანიით ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის საგარეო იმიჯს, მაგრამ ამავე დროს დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რომ მმართველი გუნდი არ გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი ვითარება, სერიოზული გამოწვევები დემოკრატიის თვალსაზრისით და ხელისუფლება, რომელიც არ დგამს არცერთ ნაბიჯს რეფორმების მხარეს, ქვეყანა იმსახურებს წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, რომ ჩვენ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, რომელ გზაზეც მრავალი წელია ვდგავართ.

ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას თან ერთვის კონკრეტული პირობების შესრულების აუცილებლობა. ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და ტვირთი, ასევე საშუალება ოპოზიციისთვის, რომ კონკრეტული საკითხების შესრულება მოვთხოვოთ. ბუნებრივია, ამ ვითარებაში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ დავშორდეთ ამ პერსპექტივას, მათი ტვირთი და პრობლემაა, როდესაც ასე არასწორად იქცევიან და აზიანებენ ქვეყნის საერთაშორისო ინტერესებს“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

banner
წინა სტატიაშიისრაელის პრეზიდენტი – მადლობა საქართველოს ხელმძღვანელობას და ელჩს ყველაზე მგრძნობიარე საკითხებში მხარდაჭერისთვის, ეს არის პარტნიორობა, რომელიც შექმნის მომავალს
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი – დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობაში, მეგობარ ქართველ ხალხს მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებ