ხათუნა ლაგაზიძე: საუბარი იყო 4,5 მილიონ ლარზე, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ვალად ედო მისი გამფლანგველი ხასიათის გამო

ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძემ პარტია გაყიდა. როგორც ბურჭულაძის ყოფილმა თანაგუნდელმა “პირველის” ეთერში განაცხადა, ბურჭულაძეს მფლანგველი ხასიათი აქვს და ვალებიც დაუგროვდა.

ლაგაზიძის გაღიზიანება პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრის ირაკლი ყიფიანის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც ყოფილი თანაგუნდელი ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და მას “დაბოღმილი” უწოდა.

“მეცოდებიან ეს ბიჭები, რომლებიც პაატა ბურჭულაძემ გარყვნა, არა და ესენი იყვნენ ქართული ეკონომიკისთვის საჭიროები, ამ ადამიანმა იმდენი მოახერხა რომ ამ პატარა ბიჭებს სახე დააკარგინა, არანაირი სურვილი მაქვს ბურჭულაძის მიერ გარყვნილ ბიჭებთან ვიდებატო. ფინანსური გარიგების მომსწრე ორი კაცი იყო: პაატა ბურჭულაძე და გირჩი და ეს ერთი მხარე ამბობს, რომ მას ბურჭულაძე აშანტაჟებდა” – აღნიშნა ლაგაზიძემ.

რაზეც ირაკლი ყიფიანმა თქვა, რომ ქალბატონი ხათუნა მტკიცებულების გარეშე აკეთებს განცხადებებს, რასაც ლაგაზიძის მწვავე რეპლიკა მოჰყვა.

“ნუ სარგებლობთ, თქვენი ბინძური თეთრეულის ქექვა არავის უნდა. კონკრეტულ მილიონებზე იყო საუბარი. სინდისი უნდა იქონიო შენს ასაკში. მერაბ ტყეშელაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა გარიგებებში. საუბარი იყო 4,5 მილიონ ლარზე, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ვალად ედო მისი გამფლანგველი ხასიათის გამო. ჰკითხეთ გირჩს ის ამას დაგიდასტურებს. სამჯერ დაადებინეს ერთი და იგივე თანხა. ვერ ამოპირეს პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი ფულით”- აღნიშნა ხათუნა ლაგაძიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: “გირჩისა“ და პაატა ბურჭულაძის ერთობა უფრო უცნაური იყო, ვიდრე მათი დაშლა
შემდეგი სტატიაგამომძიებლება MH17-ს კატასტროფაში რუსების შესაძლო მონაწილეობაზე კომენტარი არ გააკეთეს (ვიდეო)