ხათუნა ლაგაზიძე: სააკაშვილს დიდი ჭოკი უჭირავს და ამ 37%-ის დიდ ნაწილს გულმოდგინედ მიერეკება

ხელისუფლების პოზიცია საოკუპაციო ხაზთან სახელმწიფოებრივ ინტერესებს აკნინებს

პოლიტოლოგი ხათუნა“დღევანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 37%-ს არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მოსწონს და “ქართული ოცნების” რეიტინგი 21%-ის ფარგლებში მერყეობს. რეალურად ეს 37% ოქროს საბადოა ნებისმიერი ახალი პოლიტიკური ძალისთვის. მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებში სააკაშვილს დიდი ჭოკი უჭირავს და ამ 37%-ის დიდ ნაწილს გულმოდგინედ მიერეკება „ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად, იმის შიშით, რომ „ნაციონალები“ რევანშით არ დაბრუნდნენ ანუ სააკაშვილის შიშით ხალხი ისევ ივანიშვილს აძლევს ხმას. ეს ყველაფერი ნათელი და გასაგებია, მაგრამ მაშინ რითი აიხსნება იგივე დღეს გამოქვეყნებულ კვლევებში ის შეუსაბამობა, რომ ბიძინა ივანიშვილს უფრო მეტად უარყოფითი რეიტინგი აქვს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს, თუ სააკაშვილისგან თავდასახსნელად ხალხი ისევ ივანიშვილისკენ გარბის? რა ახსნას მოუძებნით ამ უაღრესად საინტერესო კვლევის ამ ლოგიკურად შეუსაბამო ნაწილს?!-წერს ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს
შემდეგი სტატიადავით ჯანდიერი: ეს უკვე უიმედო სიტუაცია არის