ხათუნა ლაგაზიძე: პლებისციტი რომ ხელისუფლების შემოგდებული საკენკია, ვერ ხვდებით?!

“ვრცელდება მეტად უცნაური ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს ოპოზიცია შეთანხმდა ხელისუფლებას შესთავაზოს პლებისციტის ჩატარება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხზე. რაის პლებისციტი, ხალხო?! დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფეიკ-ინფორმაციაა, თორემ წინააღმდეგ შემტხვევაში, პლებისციტი რომ ხელისუფლების შემოგდებული საკენკია, ვერ ხვდებით?!. თუ ხვდებით და ვინმე ოპოზიციიდან ამ, შემოვლითი გზით აპირებს პარლამენტში შესვლას: ხელისუფლება პლებისიციტს დანიშნავს და თქვენ მშვიდად პარლამენტში დაივანებთ?! თუ ეს მართალია, კითხვა მაქვს: 1. როდის და ვინ ატარებს ამ პლებისციტს: გაგანია კორონობისას სოფელ-სოფელ უნდა იაროთ და ხალხს აუხსნათ, რატომ არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება საჭირო?! 2. როგორ დაარწმუნებთ თქვენს ამომრჩევლებს, რომ პლებისიციტის შედეგსაც არ გაგიყალბებთ მთავრობა?! 3. და ვინ გამოვა თქვენი მომხრეებიდან პლებისციტზე?! 4. სად გაქვთ იმის ფული, რომ ფაქტობრივად სრულფასოვანი სარეკლამო კამპანია აწარმოოთ, რათა ამომრჩეველს გააგებინოთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ისედაც იმედგაცრუებული, დეპრესიული საზოგადოება პლებისციტზე გამოვიდეს, როგორ არწმუნებთ ამაში თქვენს ამომრჩევლებს?! 4. ხელისუფლება რომ სრულად დარაზმავს საჯარო სექტორს და პლებისციტზე მიიყვანს და თქვენ პირში ჩალაგამოვლებულს დაგტოვებთ, ამას ხვდებით?! თუ ხვდებით, მაგრამ ზოგიერთებისთვის მთავარია პარლამნეტში შესვლის საბაბი მოინახოს და ჩავარდნილი პლებისციტის შედეგი არ განაღვლებთ?! რა პლებისციტი, მასხრად აგდება როა ეს თქვენი ამომრჩევლის, ამას თუ ხვდებით?! და თუ ხელისუფლებას არ ვპატიობთ მასხრად აგდებას, საიდან გაქვთ ილუზია, რომ ვინმე აპირებს თქვენ გაპატიოთ მასხრად აგდება?! კიდევ მაქვს იმედი, რომ ეს ინფორმაცია სისულელეა, მაგრამ რეაქცია აუცილებლად უნდა მიმეცა, ემანდ ვინმეს ამ სისულელის რეალობად ქცევა ჭკუაში არ დაუჯდეს!”-წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიცერცვაძე 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე: ჩვენთან რომ 1 ხდება, უცხოეთში 5-10-ია ასეთი შეცდომა
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში მცხოვრებ ობოლ ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცათ