ხათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლება, რომელიც მძევლებს პოლიტიკური ნიშნით ახარისხებს – უნდა წავიდეს!

1. ხელისუფლება, რომელიც მძევლებს პოლიტიკური ნიშნით ახარისხებს – უნდა წავიდეს!
2. ხელისუფლება, რომელიც გუშინ ტვ “პირველზე” გასული სიუჟეტის – იგორ გიორგაძის სატელეფონო ჩანაწერების – გასვლის შემდეგ, ამ ტელევიზიის მფლობელს ემუქრება, ამით ადასტურებს თავის რუსულ კავშირებს და იმას, რომ ამ ქვეყნისთვის უკიდურესად საშიში გახდა – უნდა წავიდეს!
3. ხელისუფლება, რომელიც არჩევნების წინ, მედიისა და ოპოზიციის ტერორისთვის ნიადაგს ამზადებს – უნდა წავიდეს!
4. ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მედიას ჰქონდეს სათანადო გაიდლაინები, თუ როგორ იმოქმედონ სხვადასხვა ტიპის საგანგებო სიტუაციების დროს და ამით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ მშვიდობას და უსაფრთხოებას – უნდა წავიდეს!
5. ხელისუფლება, რომელიც პარტნიორად იხდის კრიმინალს – უნდა წავიდეს!
6. ხელისუფლება, რომლის მმართველობის დროსაც “ტერორისტი”@ტერორისტი, საზღვრებჩაკეტილ ქვეყანაში!შედის სრული სამხედრო კომუფლიაჟით, კბილებამდე შეიარაღებული და უპრობლემოდ აღწევს, სუსისა და ქალაქის მერიის შენობების გვერდით არსებულ ბანკის ფილიალში – უნდა წავიდეს!
სხვაგვარად, ეს ხელისუფლება ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ იქცევა!-წერს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ გალდავა – კარგად ვარ
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი: ასეთმა ხელისუფლებამ არჩევნები როგორ უნდა მოიგოს?