ხათუნა ლაგაზიძე ირაკლი ყიფიანს – თქვენ იმდენს გამომრჩებით, საარჩევნო რეგისტრაციას შეგიჩერებენ უკანონო ფინანსური ნაკადების გამო

პოლიტოლოგი ხათუნა

თქვენ იმდენს გამომრჩებით, საარჩევნო რეგისტრაციას შეგიჩერებენ უკანონო ფინანსური ნაკადების გამო”, – -ასე მიმართა ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრ ირაკლი ყიფიანს “ტვ პირველზე“, ინგა გრიგოლიას გადაცემაში დებატების დროს.

ბურჭულაძის პარტიის ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ ფინანსურ გარიგებებზე ისაუბრა.

“კონკრეტულ მილიონებზე იყო საუბარი და ეს ყველამ იცის. სინდისი უნდა იქონიო. ინფორმაცია აქვს მერაბ ტყეშელაშვილს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გარიგებებში. საუბარი იყო ოთხმილიონნახევარ ლარზე, რომელიც ვალად ედო პაატა ბურჭულაძეს თავისი გამფლანგველი ხასიათის გამო. კითხეთ “გირჩს” და დაგიდასტურებთ. სამჯერ გადაახდევინეს ერთი და იგივე თანხა, ვალი, ვერ ამოპირეს პაატა ბურჭულაძე“,-მიმართა ლაგაზიძემ ირაკლი ყიფიანს.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძისთვის პოლიტიკაში შემოსვლა ბიზნესპროექტი აღმოჩნდა, საიდანაც ბურჭულაძეს პირადი ფინანსური სარგებელი უნდა მიეღო.

“ერთი და იგივე გარიგებისთვის პაატა ბურჭულაძე შეეცადა, ორჯერ ენახა ფინანსური მოგება. საუბარია სიაში ადგილებზე. ჯერ ბურჭულაძემ “გირჩს” სიაში ადგილები გამოუთავისუფლა გარკვეული ფინანსების ფასად და იმავე ადგილების გაყიდვას “გირჩზე” მეორედ შეეცადა. ბურჭულაძე საკუთარმა თავმა დაღუპა, ვინაიდან პირადი ფინანსური ინტერესი ჰქონდა. ფინანსური გარიგებების მოწმე იყო ორი მხარე, ერთის მხრივ პაატა ბურჭულაძე და მეორე მხრივ “გირჩი”. შესაბამისად, ამ ფინანსური გარიგების მხარე- “გირჩი” ადასტურებს, რომ ბურჭულაძე მათ ფინანსურად აშანტაჟებდა“,-განაცხადა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ვინც დაიმსახურებს დაკავებული იქნება
შემდეგი სტატიაგივი თარგამაძე : ეს არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროების უფლება არ გქონდათ