ხათუნა ლაგაზიძე: ჩამოუყალიბელ ამომრჩველთა უმრავლესობა არის ჩვენი ამომრჩველი

პოლიტოლოგი ხათუნა

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა ლაგაზიძემ NDI-ის კვლევის შედეგების შესახებ პრესკონფერენცია გამართა, როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა ქართველი ამომრჩველი მათ პარტიას კარგად არ იცნობს და ჩამოუყალიბებლ ამომრჩველთა უმრავლესობა არის მათი ამომრჩველი.

„ჩამოუყალიბელ ამომრჩველთა უმრავლესობა არის ჩვენი ამომრჩველი როგორც ახალი, მზარდი პოლიტიკური პარტიის. ჩვენ გვყავს საქართველოში ყველაზე მაღალ რეიტინგული ლიდერი, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ჩანს პარტიების გასწვრივ არ იყო მითითებული ლიდერების დასახელება. შესაბამისად, გამოკითხულთა ძალიან დიდ ნაწილს გაუჭირდა პარტიისა მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის პაატა ბურჭულაძესთან, რომ ყოფილიყო მითითებული „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისათვის“ ჩვენი რეიტინგი იქნებოდა უფრო მაღალი. აქვე ავღნიშნავ იმას, რომ ჩვენი პარტიის ყრილობა ჩატარდა 28 მაისს ხოლო ოფიციალურად პარტია დარეგისტრირდა მხოლოდ 28ივნისს. იმ პარტიისთვის რომლის სახელი ამომრჩეველში მხოლოდ ერთი თვეა ფიგურირებს ის პროცენტი, რომელიც თუნდაც ჩამოყალიბებულში დაგვიფიქსირდა არის საკმაოზე მაღალი. ჩვენ გვყავს ყველაზე მაღალ რეიტინგული ლიდერი, ჩვენ ვართ ახალი მზარდი პოლიტიკური პარტია, ძალიან კვალიფიციური საარჩევნო სისტემით, რევოლუციური ხედვებით ეკონომიკის განვითარების კუთხით, კვალიფიციური მაღალ პროფესიონალური სუფთა წარსულის, სუფთა ხელების ლიდერთა ჯგუფით,შესაბამისად პროცენტი რომელიც NDI-იმ დააფიქსირა 57% არიის ჩამოუყალიბებლი ამომრჩევლის ამ პროცენტის ძალიან დიდი ნაწილი ეკუთვნის ჩვენს პარტიას“- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავა პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატიამომღერალი ზურა ხაჩიძე ბორჯომში “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება