ხათუნა ლაგაზიძე: ბურჭულაძე მშიშარა არსებაა… ეს უკვე დიაგნოზია

პოლიტოლოგი ხათუნა

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანების ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, პარტიის დატოვების შესახებ ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ბურჭულაძეს მშიშრას უწოდებს და ამბობს, რომ მან საკუთარი ახალგაზრდული ფრთა უარყო.

,,ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ ყველაფერთან ერთად, ის არის მშიშარა არსება, რომელსაც საკუთარი ახალგაზრდების ეშინია და უბინძურესი მეთოდებით ებრძვის მას. პოლიტიკის ვერაფერი გაიგო ამ არსებამ 9 თვის მანძილზე და ეს სიბინძურეები ვისგან აითვისა?! კაცს, რომელმაც საკუთარი ახალგაზრდული ფრთა უარყო, არ შეიძლება მომავალი ჰქონდეს და არც უნდა ვანდოთ მომავალი. ეს უკვე დიაგნოზია“ – წერს ლაგაზიძე.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი პარტიებსა და ექსპერტებს ეკონომიკურ ფორუმზე ეპატიჟება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ იცავს იმ სტანდარტებს, რაც ჩემი მოსვლით პოლიტიკაში დაფუძნდა