ხათუნა ლაგაზიძე: ან ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და ირიბად გზა გაუხსნა, ან ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს მისი საქართველოში შემოსვლას

“ორი ვერსიაა – ან ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და ირიბად გზა გაუხსნა, ან ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს მისი საქართველოში შემოსვლას” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის უკვე საქართველოშია.

“რამდენიც არ უნდა ამტკიცოს “ქართულმა ოცნებამ”, რომ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის, გეტყვით, რომ მიზანი მიღწეულია, გამომდინარე იქედან, რომ გარწმუნებთ, სახელმწიფო სტრუქტურები სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილია ამ განცხადების და ვიდეოს გავრცელების შემდეგ. რაც მთავარია, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ის ხალხი, ვისაც სჯერა, რომ სააკაშილი საქართველოშია.

აქ ორი ვერსია შეიძლება იყოს სიცოცხლისუნარიანი თანაბრად. პირველი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გარანტიები და მან ირიბად გაუხსნა გზა სააკაშვილს საქართველოში. ასეთ შემთხვევაში “ოცნების” დღევანდელი ლიდერშიფის ბედი იოლი წარმოსადგენია. მეორე ვერსია გახლავთ ის, რომ ძალოვანმა სტრუქტურებმა უზრუნველყვეს სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. ორივე შემთხვევაში ფაქტი გახლავთ ის, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ჩამოშლილი ამ წუთისთვის. მათი ხელისუფლება ფაქტობრივად დამთავრდა, თუ ამასთან გვაქვს საქმე”, – თქვა ლაგაზიძემ.

 

https://youtu.be/9k7cnkwyvgg

 

 

https://youtu.be/xMzR2d0qYVI

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – სააკაშვილი არ არის ბათუმში, მისი ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში
შემდეგი სტატიაცესკო ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, დაიცვან განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი