ხათუნა გოგორიშვილი : პარლამენტის თბილისში დაბრუნება საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნება საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

როგორც ჟურნალისტებს გოგორიშვილმა განუცხადა, “ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ქუთაისი საპარლამენტო დედაქალაქი აღარ იყოს.

„არგუმენტი, რომ ქუთაისში პარლამენტის არსებობას კომიტეტები ეწინააღმდეგებიან, სრულიად მიუღებელია. ბევრი შემთხვევა გვახსოვს, როცა კომიტეტებს სხვადასხვა საკითხზე უარყოფითი დასკვნა ჰქონდათ.

გადაწყვეტილებას მხოლოდ შენობის ბედს ნუ დაუკავშირებთ, რადგან ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა მხოლოდ ის თემა არ არის, ამ შენობაში რა განთავსდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი აღარ ექნება, ქუთაისში პარლამენტის ასეულობით თანამშრომელი და დეპუტატები აღარ ჩამოვლენ, რაც არის დამატებითი სამუშაო ადგილების მოკლება ქუთაისელებისთვის. ეს საქართველოს ურბანულ განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

პრემიერ კვირიკაშვილის დაპირება კარგად გვახსოვს, რომ სანამ კონკრეტული პროექტი არ განხორციელდებოდა, მანამდე პარლამენტის გადატანის საკითხიც არ დაიძვრებოდა, მაგრამ როგორც კვირიკაშვილი ჩაბარდა პოლიტიკურ ისტორიას, მისი დანაპირებიც ასე ჩაბარდა”, – განაცხადა გოგორიშვილმა.

პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შს სამინისტროს გადაეცემა.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას შსს ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაშიდავით დონდუა : საქართველოს წარმატებული რეფორმები ხელს შეუწყობს ჩვენს მთავარ მიზანს, გავხდეთ ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი
შემდეგი სტატიაპრემიერის ხელმოწერის გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, რასაც სამართლებრივი შეფასება მოჰყვება – ცქიტიშვილი