ხათუნა ბერძენიშვილი კურიერის მთავარი პროდიუსერი გახდა

ევროპული საქართველოს PR-ის სამსახურის ყოფილი უფროსი, ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად დაადასტურა.

ის წინა ხელისუფლების დროს, კურიერის პროდიუსერადაც მუშაობდა, თუმცა, უცნობია, რა მიზეზით დაბრუნდა ის ახლა არხზე.

წლების წინ, ის რუსთავი 2-დან სამუშაოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავიდა. ეს ის პერიოდია, როცა ამ ორივე არხის მიმართ არსებობდა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მაშინ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსი, ნინო შუბლაძე იყო, ის ხელმძღვანელობს კურიერს დღესაც.

ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ის მაშინდელმა მერმა და ახლა უკვე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბერძენიშვილი სწორედ ევროპულ საქართველოში წავიდა სამუშაოდ.

banner
წინა სტატიაში„მიუღებელია ჩემთვის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნა ბოლოს გაკეთებულ შეწყალებებთან დაკავშირებით“ – კახა კალაძე
შემდეგი სტატიაშეწყალების საქმე – მოკლული დავით ოთხმეზურის ოჯახი პრეზიდენტის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს