ყატარის გამო შესაძლებელია ახალი ომი დაიწყოს

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ზიგმარ გაბრიელი ყატარის გარშემო არსებული სიტუაციის გამო ახალ ომს არ გამორიცხავს.
გაზეთ Frankfurter Allgemeinen Sonntagszeitung-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ,,არსებობს საფრთხე, ყატართან დაკავშირებული უთანხმოებები ახალ ომში გადაიზარდოს,,
გერმანელ დიპლომატის ამ განცხადებას წინ უძღოდა ცოტა ხნით ადრე გერმანიის კანცლერის – ანგელა მერკელის განცხადება, სადაც მან სპარსეთის ყურის ქვეყნებს ყატართან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდა.
შეგახსებეთ, რომ ყატარი შვიდ არაბულ ქვეყანასთან ერთად აშშ-მაც ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: მშვიდობით დაუბანელო რუსეთო
შემდეგი სტატიაშსს-ს ცნობით, მაშველები ქვეყნის მასშტაბით 400-მდე გამოძახებაზე გავიდნენ