ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

ხუციშვილი სტიქიის ადგილზე იმყოფება და ვითარებას პირადად ეცნობა.

ცოტა ხნის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილზე დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებაც მოახდინა.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა.

„ტყის ხანძრების სპეცტექნიკა რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, – აცხადებენ უწყებაში.

ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შეიარაღებულ ძალებს 177 სამხედრო მოსამსახურე შეემატა
შემდეგი სტატიათბილისის ერთ-ერთ ქუჩას დავარქვათ ჯონ მაკკეინის სახელი – “ევროპული საქართველოს” ინიციატივა