ხაშურში თხრილში ადამიანი ჩავარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ 13 მაისს მოხდა. ინფორმაციას “ქართლის ამბები” ავრცელებს.
შსს – ს ცნობით, გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წინასწარი ინფორმაციით, მიწა ჩაიშალა და თხრილში წყალარინების პროექტზე მომუშავე დასაქმებული პირი ჩავარდა
















