ხაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა

ხაშურში სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა – ინფორმაციას და ფოტომასალას ხაშურის მერია ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:

მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

დაზიანდა სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ხიდი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა. ადგილზე იმყოფებიან შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად ქურდაძე, ა(ა)იპ “ხაშურსერვისის” ხელმძღვანელობა.

მოწყობილია მოძრაობის შემაკავებელი ბარიერები. მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ხიდის დროულად აღდგენისთვის.

მანამდე კი მოსახლეობას ვთხოვთ, ისარგებლონ სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი მოქმედი ალტერნატიული ხიდით, – წერს ხაშურის მერია.

banner
წინა სტატიაშიმიშელი: “ქართველ ხალხს ვეტყვი – განახორციელეთ რეფორმები და დარწმუნდით, რომ ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება”
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი პრეზიდენტზე: “მე მას ვუშვებდი ყველგან, მაგრამ მან შეცვალა ორიენტირები და ნდობა დაიკარგა”