ხაშურში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს

ხაშურში ერთ-ერთ რესტორანში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. 17 წლის მოზარდებმა ცივი იარაღით ჭრილობები მაშინ მიიღეს, როდესაც რესტორანში მომხდარ ჩხუბში ჩაერთნენ.

ერთ-ერთ მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, მეორე პაციენტს კი ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიხარაგაულში 28 წლის კაცს ეძებენ
შემდეგი სტატიაწერეთლის გამზირზე “მაგთის” ოფისი გაქურდეს