ხაშურში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

ხაშურში, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევა დღეს საღამოს სილამაზის სალონში მოხდა. ახალგაზრდა ქალის ოპერაცია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. არსებული ინფორმაციით მისი მდგომარეობა მძიმეა. „თაიმერის“ ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია და ამოღებულია ცივი იარაღი. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა- 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით,რომელიც 13-დან 17 წალმდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბარბარა სტრეიზანდმა ბოდიში მოიხადა მამაკაცების წინაშე, რომლებმაც მაიკლ ჯექსონს პედოფილიაში დასდეს ბრალი
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი ხელისჭემწყობი მძლავრი იმპულსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით-დავით ზალკალიანი