ხაშურში ქალმა მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა

ქალაქ ხაშურში ქალმა მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა. ინციდენტი ხაშურის აგრარულ ბაზარში მოხდა.

მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 117-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა 43 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიამაკა ჩიჩუა თანამედროვე საწარმო-მაღაზიის „ფუნდუკი“ პრეზენტაციას დაესწრო