ხაშურში ქალი მოკლეს

ხაშურში, რკინიგზის დასახლებაში ქალი მოკლეს. როგორც ცნობილი ხდება, მოკლულია საშუალო ასაკის ქალი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი შვილმა საკუთარ სახლში ნახა. ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივი უცნობია.

მოკლულის ცხედარს გორში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიგუბაზ სანიკიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაყიზილაჯლოში ერთ-ერთ ოჯახს 50 რქოსანი პირუტყვი დაეხოცა