ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 16:26

ხაშურში მშობიარე ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ

შობიარე 40 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ-შემთხვევა ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში მოხდა.

ქალი კლინიკაში გუშინ, საღამოს შეიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს. ისინი აცხადებენ, რომ საკეისრო კვეთას ითხოვდნენ.

როგორც ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში განაცხადეს, კლინიკის გადაწყვეტილებით, ექიმს საქმიანობის უფლება უკვე შეუჩერდა.

კლინიკის ხელმძღვანელი კახა ხელაძე ექიმის მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს.

„ტრაგიკული ფაქტი მოხდა. შიდა მოკვლევის გარდა, საქმეში სამინისტროს რეგულირების სამსახურიც არის ჩართული. გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ შეცდომა დაშვებული იყო. კლინიკამ ექიმს საქმიანობა შეუჩერა. რა იყო მიზეზი და რა მოხდა, მოკვლევა დაადგენს“, – განაცხადა კახა ხელაძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 15, 2019 16:26

Google სტატისტიკა


3,399
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics