ხაშურში მონასტრის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხას, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მონასტერი დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულშიც გაქურდა.

ჩატარებული  ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხისა და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში „ღორის გრიპის“ პარალელურად, ე.წ. ჰონგ-კონგის შტამიც გააქტიურდა
შემდეგი სტატიაჩასარიცხ აპარატში, ფულადი თანხის ნაცვლად, ყალბი ბლანკები მოათავსეს – თბილისში თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს