ხაშურში კაცმა 9 წლის შვილი გარდაცვლილი, ცოლი კი უგონო მდგომარეობაში იპოვა

ტრაგედია მოხდა ხაშურში, რაც სავარაუდოდ, ინტოქსიკაციას უკავშირდება:
სამსახურიდან შინ დაბრუნებულ კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება.ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, ინტოქსიკაცია განიხილება. რაც შეეხება ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციას, როგორც მეზობლები ამბობენ, უკვე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და გაზის ან Co-ს გაჟონვა არ ფიქსირდება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა აშშ-ში შესვლა 12 ქვეყნის მოქალაქეებს სრულად, 7 ქვეყანას კი ნაწილობრივ აუკრძალა
შემდეგი სტატია„გლოვოსა“ და „ვოლტის“ კურიერები ფინანსურ პოლიციაში საჩივრის შეტანას და ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას გეგმავენ