ხაშურის შემოვლითი გზა აგვისტოს მეორე ნახევარში გაიხსნება

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი, ზემო ოსიაური-ჩუმათეთელის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. აგვისტოს მეორე ნახევარში, ხაშურს ოთხზოლიანი ცემენტ-ბეტონის მაგისტრალური შემოვლითი გზა ექნება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხელშეკრულების შესაბამისად, 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი გარემოების გათვალისწინებით კონტარქტორს დასრულების ვადად მიმდინარე წლის ოქტომბერი განესაზღვრა.

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის ხაშურის შემოვლითი გზის მნიშვნელობის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოს, ამ გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე გაიხსნება ოთხზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კმ დროებით იქნება ორზოლიანი. დარჩენილ 1.5 კმ გზაზე დამატებითი ორზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი ოთხზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან და უერთდება არსებულ გზას. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯებით გამოირჩევა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაგახარია – ვრცელდება ჭორები, რომ მთავრობა ყაზბეგში აპირებს შეზღუდვების დაწესებას, არანაირი რისკი არ არსებობს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება