ვალერი გელაშვილი ხაშურში საკუთარ ბიზნესაქტივებს, მათ შორის ქალაქის ცენტრში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსს „ტერასა ივერიას“ ჰყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ქართლის ამბები“ ხაშურის საკრებულოს წევრ ზაზა მეხრიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.
მეხრიშვილის ცნობით, ბიზნესმენს საქართველოდან ბიზნესი სრულად გააქვს და მშობლიურ ქალაქში მხოლოდ საკუთარ საცხოვრებელ სახლს იტოვებს.
„ყველაფერი გააქვს საქართველოდან. მხოლოდ სახლს იტოვებს, სხვა არაფერი ვიცი“, — აცხადებს ზაზა მეხრიშვილი.
ცნობისთვის, ვალერი გელაშვილი 2012–2016 წლებში „ქართული ოცნებიდან“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ის ხაშურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებას გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოხსნა.








