ხაშურის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან

სტიქია შიდა ქართლში – ძლიერი ქარის შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე ლოკაციაზე წაიქცა ხეები. ამის შესახებ ინფორმაიას “ქართლი ამბები” ავრცელებს.

ხაშურის მერიის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობებით გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოქალაქეთა ოპერატიული დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 0368 24 15 02.

banner
წინა სტატიაშისინდისის პატიმრები, შესაძლოა, ივანიშვილს დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდებოდეს – როგორია ეკა ბესელიას ვარაუდი
შემდეგი სტატიარომის პაპი, ლევ XIV უკრაინაში ვიზიტს გეგმავს