ხაშურის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა

ხაშურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვალერი გელაშვილმა კანდიდატურა მოხსნა.

ამის შესახებ ვალერი გელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც გელაშვილი აღნიშნავს, კანდიდატურა „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა.

„დღეს, მივიღე გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა.

ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღე, რომ მიმაჩნია, დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ ველზე „ქართული ოცნების“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს. ამასთან, პირადად მე არანაირი უთანხმოება არ მაქვს „ქართული ოცნების“ გუნდთან და მსურს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება.

ჩვენი ქვეყნის განვითარებას კი, დღეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალები, მოძალადეები, მატყუარები და მოღალატეები უშლიან ხელს, მუდმივად ცდილობენ სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას და დესტაბილიზაციის კერების გაჩენას, თუმცა ქართველი ხალხი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, ამ ძალებს საკადრის პასუხს გასცემს“, – წერს ვალერი გელაშვილი.

წინა სტატიაშილეევან ვასაძე – დამიდასტურდა მეორე დიაგნოზიც
შემდეგი სტატიაკალაძე – ევროკავშირიდან სესხის აღების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს, თუ იქნება, მივმართავთ