ხაშურის მე-4 საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე დაშავდა

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლაში ჭერიდან ბათქაშის ჩამოშლის შედეგად სამი მოსწავლე დაშავდა. სამივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სტაციონარული მკურნალობა მხოლოდ ერთს დასჭირდა.

“როდესაც ბავშვები ბიბლიოთეკიდან გამოდიოდნენ, ნალესი ჩამოიშალა. პატარა ბავშვებისათვის ეს ნალესი საკმაოდ მძიმეა. სამი ბავშვი დაზიანდა. ერთს მსუბუქად, კისრის არეში. მეორეს დაჟეჟილობაც არ აღმოაჩნდა. მესამეს კი თავი სტკიოდა. ტვინის შერტყევა არ დაუდგინდა, თუმცა ექიმებმა მაინც ურჩიეს ერთი დღით საავადმყოფოში დაწვენა”-განაცხადა სკოლის დირექტორმა ნანა გაგნიძემ.

მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ინფორმაციით, სკოლა წლებია, ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო რეაბილიტაცია სჭირდება.

სკოლის დირექტორის განცხადებით, განათლების სამინისტროს დაფინანსებით სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

banner
წინა სტატიაში”პრობლემა მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, არ არსებობდა” – ნარმანია არასამთავრობო სექსტორს პასუხობს
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან ყოველგვარ კავშირს კატეგორიულად უარყოფს