ხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ხაშური – ზესტაფონის მონაკვეთზე რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული 100 – მდე მუშა გაიფიცა.
ისინი ამ წუთებში აქციას მართავენ და მძიმე სამუშაო პირობების შესახებ საუბრობენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მუშაობის დროს არანაირი უსაფრთხოების ზომები არ არსებობს და გარდა ამისა, მათი მისამართით გრძელდება სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მუშების მთავარი მოთხოვნა ხელფასების მომატება და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურების გაზრდაა.

აქციას სოლიდარობას უცხადებენ ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ჭიათურ-მანგანუმის თანამშრომლებიც.

banner
წინა სტატიაში20 სექტემბერს თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „სფუმატო“ გაიხსნება
შემდეგი სტატიაივანიშვილი: მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის ბალანსის თავშეყრის ადგილი