ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი თოვა, ლიპყინული, შეზღუდული ხილვადობა), საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დასაშვები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში გარდაცვლილი კარლო გოდოლაძის გადმოსვენება სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ მოხდება
შემდეგი სტატია“მედიის თავისუფლებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენ, ევროკავშირში ერთი და იგივე შეფასება გვაქვს”