,,ხასანას” სასტუმროს მეპატრონეს პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთის ტრაგედიის დროს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში სასტუმრო არმაზის მეპატრონეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილებამ ოჯახის წევრების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ზაზა ართმელაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. გამოძიება მას სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიების მიხედვით, სასტუმროში დარღვეული იყო სამშენებლო ნორმებიც, ხანძრის გაჩენა კი დაკავშირებულია ელექტროტექნიკურ გაუმართაობასთან.

შეგახსენებთ, 8 ივნისს ქობულეთში ე.წ. ხასანას სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, რამაც სამი მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი სან-მარინოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება გახლავთ გაეროს ნაწილად ყოფნა