ხარვეზებზე რეაგირების ნაცვლად, გამოკვეთილი ტენდენციების გაბათილებას ცდილობს – ISFED-ი ცესკოზე

ორგანიზაციაში “სამართლიანი არჩევნები” ამბობენ, რომ ცესკო, რომლის უპირველესი მოვალეობაა განიხილოს და გადაწყვიტოს დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილი დარღვევები, ხარვეზებზე რეაგირების ნაცვლად, ორგანიზაციის მიერ გამოკვეთილი ტენდენციების გაბათილებას ცდილობს, რაც ცესკოს მხრიდან ხარვეზების გამოსწორების კონსტრუქციული ნების ნაკლებობაზე მიუთითებს და ხელს არ უწყობს თანამშრომლობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნას.

“ორგანიზაციის შეფასებით, გამოვლენილი ხარვეზები საგულისხმო უნდა იყოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის, რათა დროულად შეძლოს გარეშე, ობიექტური თვალით დანახული ნაკლოვანების გასწორება. ამ პროცესში, ცესკოს კონსტრუქციულ თანამშრომლობას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია, როგორც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაზე, ისე ადმინისტრაციის ავტორიტეტის ამაღლებაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ყველა დონის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება მაღალი კვორუმითა (2/3) და მრავალპარტიული მხარდაჭერით, სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის ასამაღლებლად”,- ნათქვამია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული
შემდეგი სტატიათამარ კორძაია – მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი