ხარკოვში რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს

ხარკოვში, რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფოს შენობა და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“30 აპრილს, მტერმა ცეცხლი გაუხსნა ხარკოვში, ნემიშლიანის რაიონის საცხოვრებელ უბანს. მტრის თავდასხმის შედეგად ორი 9-სართულიანი კორპუსი დაიწვა. ერთ-ერთ ბინაში კაცი დაშავდა. ის სამედიცინო ჯგუფმა ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანა.

გარდა ამისა, დაზიანდა ხარკოვის ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების შენობა. დაბომბვის შედეგად ნაწრილობრივ განადგურდა ჰოსპიტალის ბეტონის კონსტრუქციები და ფანჯრები. მე-5 სართულზე გაჩნდა ხანძარი, თუმცა მაშველებმა მისი ჩაქრობა ოპერატიულად შეძლეს. საბედნიეროდ, სამედიცინო დაწესებულების შენობაში მსხვერპლი არ არის”, – ნათქვამია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს
შემდეგი სტატია„როიტერი“ – თურქეთმა და გერმანიამ საგარეო საქმეთა სამინისტროებში ერთმანეთის ელჩები დაიბარეს