ხარკოვში რუსი ოკუპანტების სამარხები აღმოაჩინეს, მათ შორის პოლკოვნიკის

ხარკოვის ოლქში, ზოლოჩივის რაიონში რუსი ოკუპანტების სამარხები აღმოაჩინეს – ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, სერგეი ბოლვინოვი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბოლვინოვი წერს, რომ ნანახია რუსი ჯარისკაცების 6 ცხედარი, მათგან ერთ-ერთი პოლკოვნიკი ვ.ს. გერასიმოვია.

“საფლავის გათხრა მოგვიწია ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და საერთაშორისო პროცედურებით გადასაყვანად. რუსები არ არიან დაინტერესებულნი მიცვალებულების წაყვანით. სულ 6 ცხედარი აღმოაჩინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების ფორმაში, მათგან ერთ-ერთი – ლეიტენანტი პოლკოვნიკი ვ.ს. გერასიმოვი”, – წერს ბოლვინოვი

banner
წინა სტატიაშიევაკუაცია დასრულდა… ისინი გმირები არიან, მარიუპოლს ბოლომდე იცავდნენ – ზელენსკი “აზოვის” ბატალიონზე
შემდეგი სტატიასაზარელი მკვლელობა ავტობუსში – ახალი დეტალები