ხარკოვში რამდენიმე უბანი ცეცხლის ქვეშაა, მოსახლეობას სთხოვენ, გარეთ არ გავიდნენ

ხარკოვში რამდენიმე უბანი ცეცხლის ქვეშაა, მოსახლეობას სთხოვენ, გარეთ არ გავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ხარკოვში 602-ე მიკრორაიონში და სოფელ ჟუკოვსკიში საცხოვრებელი უბნების დაბომბვა გრძელდება. რუსი სამხედროები ასევე, ბომბავენ ბიოტექნოლოგიების ტერიტორიას – იქ ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა. რეგიონის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი მოქალაქეებს სთხოვს, დარჩნენ თავშესაფრებში მთელი დღის განმავლობაში და არ გავიდნენ გარეთ, თუნდაც საჰაერო განგაშის არარსებობის შემთხვევაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქი და რეგიონის ზოგიერთი რაიონი 53-ჯერ დაბომბეს, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, თავად დააკომპლექტებს და ის ინტერპარტიული იქნება