ხარკოვში დაბომბვის ინტენსივობა გაიზარდა, დაშავდა 16 და გარდაიცვალა 3 ადამიანი – სინეგუბოვი

ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა ხარკოვში და მთლიანად რეგიონში გაუარესებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ხარკოვის საცხოვრებელი უბნები კვლავ მტრის ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. რუსი ოკუპანტები 35-40 კილომეტრის მანძილიდან მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს იყენებენ.

„სამწუხაროდ, ხარკოვში 16 ადამიანი დაიჭრა, 3 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება. დაბომბეს დერგაჩევსკისა და ჩუგუევსკის რაიონები“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, ხარკოვში დაბომბვის საერთო ინტენსივობა გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიკრემლი უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების დასაფარად დეზინფორმაციას ავრცელებს – აშშ-ის საელჩო
შემდეგი სტატიამაია ბითაძემ წყლის რესურსების მართვის რეფორმის დოკუმენტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა