ხარკოვის ოლქში სარდაფში ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები იპოვეს

ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელ შევჩენკოვოს სარდაფიდან რუსი ოკუპანტების მიერ ნაწამები და დახვრეტილი უკრაინელების ცხედრები ამოასვენეს.
სარდაფში 40-დან 50 წლამდე ასაკის 6 მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გვამებს წამების კვალი აღენიშნებოდათ და თავის არეში ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.

მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი სიკვდილით დასჯის ადგილი კიევის ოლქის პოლიციამ აღმოაჩინა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევისთვის მზადებას ასრულებს – ესტონეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა მედესანტეებმა სამხრეთში რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს და მტერი გაანადგურეს