ხარკოვის მახლობლად სამოქალაქო კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

სამოქალაქო მანქანების კოლონას, რომელიც ქალაქ ხარკოვის მახლობლად ბრძოლებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. არიან დაკარგულებიც. ამის შესახებ ხარკოვის რეგიონის პოლიცია იუწყება.

საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის სერგეი ბოლვინოვის განაცხადებით, პოლიციამ კავშირი კოლონასთან რამდენიმე დღის წინ დაკარგა.

მისივე თქმით, სოფელ სტარი სალტივთან 15 მანქანა მოძრაობდა, სადაც ბოლო დღეებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, კოლონა უკრაინელების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიღწევას ცდილობდა.

კოლონის ნამსხვრევები პარასკევს იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა დაზიანებული მტრის ტანკი და ორი რუსი სამხედროს ცხედარი იპოვეს. 300 მეტრში კი ექვსი მანქანა აღმოაჩინეს, რომელსაც ტყვიის ნახვრეტები აღენიშნებოდა და სადაც ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.

მოკლულთა შორისაა 13 წლის გოგონაც, რომლის ნეშტიც იდენტიფიცირებულია.

წინა სტატიაშიაუცილებელია რუსეთზე სანქციებით ზეწოლა, ვიდრე არ შეწყვეტს ომს და პატივს არ სცემს ევროპაში თავისუფლებას, რუსეთისთვის ამ აგრესიის ფასი უნდა გაიზარდოს – ზელენსკი
შემდეგი სტატიათბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია