ხარკოვის გათავისუფლებულ დასახლებებში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს, მტერმა დანაღმა ყველაფერი: სკოლები, საბავშვო ბაღები და სახლები – გუბერნატორი

შეიარაღებული ძალების წარმატებული მოქმედებებისა და ხარკოვის რამდენიმე დასახლებული პუნქტის განთავისუფლების წყალობით, ახლა შედარებით სიმშვიდეა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ოლეგ სინიგუბოვი „ტელეგრამში“ იუწყება.

„სიფხიზლის დაკარგვა ჯერ არ შეიძლება. უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად და არ იმოძრაოთ ქუჩაში ზედმეტად. ასევე საშიშია ახლახან გათავისუფლებულ დასახლებებში დაბრუნება. მტერმა მთლიანად დანაღმა ყველაფერი, მათ შორის სკოლები, საბავშვო ბაღები და კერძო სახლები“, – აცხადებს გუბერნატორი.

მისი თქმით, სპეცსამსახურები განაღმვით სამუშაოებს ატარებენ.

„ამჟამად სპეცსამსახურები განაღმვით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე მიმდინარეობს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა, პირველ რიგში გაზისა და ელექტროენერგიის. ხარკოვის რაიონებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია,“- აცხადებს ოლეგ სინიგუბოვი.

მისი თქმით, „ფიქსირდება ოკუპანტების მიერ ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაული, რაც მტრის არაადამიანურ ბუნებას ადასტურებს“.

banner
წინა სტატიაშიარ ვთვლი სწორად, რომ თავდებში დავუდგე სააკაშვილს – ვეთანხმები, რომ ის გადაიყვანონ სამკურნალოდ საზღვარგარეთ, მაგრამ ინიციატივას, რომ თავდებში დავუდგე, მე ხელს არ ვაწერ – სამნიძე
შემდეგი სტატიაპარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ