ხარკოვი მასობრივი საჰაერო და სახმელეთო იერიშის სამიზნე გახდა – სამი ადამიანი დაიღუპა

“გასულ ღამეს ხარკოვზე ყველაზე მასშტაბური იერიში განხორციელდა მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში” — განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა.

შეტევის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ 2 — მათ შორის 1,5 წლის ჩვილი და 14 წლის გოგონა — დაშავდნენ.

იერიშის დროს 1.5 საათის განმავლობაში ქალაქში 40- ზე მეტი აფეთქება დაფიქსირდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვს შეუტიეს:

▪️48 „შაჰიდის ტიპის კამიკაძე დრონით “
▪️4 პლანირებადი ავიაბომბით
▪️2 რაკეტით.

თავდასხმისას დაზიანდა 18 მაღალსართულიანი შენობა და 13 კერძო საცხოვრებელი სახლი.

დარტყმა იყო კომბინირებულად შესრულებული და მიზანმიმართული, რომელიც ერთდროულად განხორციელდა ჰაერიდან, ხმელეთიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

banner
წინა სტატიაშირუსმა მძღოლებმა არ იცოდნენ, რომ “აბლაბუდაში” მონაწილეობდნენ – ზელენსკი ოპერაციის დეტალებს ჰყვება
შემდეგი სტატია“ვოლჩანსკისკენ მიმავალი გზა ცხედრებითაა დაფარული: უკრაინული დრონები ყველა ცოცხალ არსებას ანადგურებენ…” – რუსი სამხედრო ბლოგერი